ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-10 ტური სამდღიანი (24-25-26 ოქტომბერი) იქნება და მთავარი მატჩი პარასკევს გაიმართება: ლიდერი თბილისის ”დინამო” მესამე ადგილზე მყოფ ცხინვალის “სპარტაკს” უმასპინძლებს. წლეულს კახა კაჭარავას გუნდმა დიდი პროგრესი განიცადა. გუნდი, რომელიც გასულ სეზონში გავარდნას ძლივს გადაურჩა (მართალია, საბოლოოდ არავინ გავარდნილა, მაგრამ სატურნირო მაჩვენებლებს ვგულისხმობთ), წლეულს ლიდერთა შორისაა და მათი ფეხბურთელების თქმით, მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებენ. ბოლო თვის განმავლობაში მხოლოდ ორი ქულა დაკარგეს. სამი თამაში მოიგეს და ამას საქართველოს თასზე “საბურთალოს” ძლევასაც თუ დავუმატებთ, მთლად შთამბეჭდავი სურათი გამოვა.
რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, აქ დინამოელებს დიდი უპირატესობა აქვთ – 12 მოგება, 4 ფრე და 1 წაგება. ალბათ. სწორედ “დინამოს” მაგვარ გუნდთან გამოჩნდება რამდენად საფუძვლიანია ცხინვალელთა ამბიცია, მოგების შემთხვევაში ხომ ისინი ლიდერს დაეწევიან.
“სპარტაკის” კვალად, 17 ქულა აქვს “სამტრედიასაც,” რომელმაც წინა ტურში რუსთავში წაიფორხილა და ახლა გაორმაგებული ენერგიით შეუტევს “ზუგდიდს”. თავის მხრივ, ზუგდიდელები ერთადერთ გუნდად რჩებიან, რომელთაც ახალ სეზონში ჯერ არ გაუმარჯვიათ. გასულ ტურში ბათუმის “დინამოსთან” წაგების შემდეგ (0:2) მათი მთავარი მწვრთნელი, ნესტორ მუმლაძე გადადგა და მის ნაცვლად ზუგდიდელი ბესიკ შეროზია დაინიშნა, რომელმაც პრესკონფერენციაზე განაცხადა: პირველი წრის დასრულებამდე ექვსი ტური რჩება და ამ მოკლე პერიოდში, გუნდმა თითოეული მატჩისთვის მაქსიმუმი უნდა გაიღოს, ხოლო ზამთრის არდადეგების დროს მოხდება გუნდის რადიკალურად გადახალისება. შედეგი არასახარბიელოა და სიტუაციის გამოსასწორებლად ყველაფერი უნდა გავიღოთო. ვნახოთ, როგორი გამოვა შეროზიას დებიუტი.
ასევე საინტერესო იქნება იმერული დერბი. ივანწმინდაში “ჩიხურა” “ტორპედოს” დაუხვდება. საჩხერელები ჯერჯერობით მათთვის საკადრის ადგილზე არ არიან და ჩემპიონატის დასაწყისში დაკარგული ქულების ანაზღაურებას ცდილობენ, ქუთაისელებმა კი ზედიზედ სამი ფრე ითამაშეს და ცხადია, ისინიც სამი ქულისთვის იბრძოლებენ.
24 ოქტომბერი
სიონი (ბოლნისი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი)
გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.” 15:00
დისკვალიფიცირებული: ალექსანდრე ინწკირველი (სიონი)
მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, ლ. თოდრია, გ, ჩიგოგიძე, ბ. ნინუა (სათადარიგო)
დინამო (თბილისი) – სპარტაკი (ცხინვალი)
თბილისი. “დინამო არენა.” 17:00
მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ბ. ჭიჭინაძე, ლ. ვარამიშვილი, ა. კრიჭაშვილი, ჯ. ხორავა, გ. ყრუაშვილი (სათადარიგო)
25 ოქტომბერი
სამტრედია – ზუგდიდი
სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე.” 15:00
დისკვალიფიცირებულები: შოთა ლომაია, ლუკა კობერიძე (ზუგდიდი)
მსაჯები: გ. დოგრაშვილი, ი. კაკაბაძე, მ. კუპატაძე, დ. სანოძე (სათადარიგო)
გურია (ლანჩხუთი) – დინამო (ბათუმი)
ლანჩხუთი. “ევგრაფი შევარდნაძე.” 15:00
მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ზ. ფიფია, დ. კურტანიძე, ბ. გლუშჩუკი (სათადარიგო)
შუქურა (ქობულეთი) – დილა (გორი)
ქობულეთი. “ჩელე არენა.” 15:00
დისკვალიფიცირებული: ლაშა ჩაფიძე (შუქურა)
მსაჯები: ლ. კვარაცხელია, ზვ. ერქვანია, ზ. ბერულავა, ვ. ბასილაია (სათადარიგო)
მეტალურგი (რუსთავი) – კოლხეთი (ფოთი)
რუსთავი. “ფოლადი,” 15:00
მსაჯები: ი. კვირიკაშვილი, ზ. მენთეშაშვილი, ზ. ასკაროღლი, ხ. გაგნიძე (სათადარიგო)
26 ოქტომბერი
ჩიხურა (საჩხერე) – ტორპედო (ქუთაისი)
ივანწმინდა. ცენტრალური. 15:00
დისკვალიფიცირებულები: გიორგი ქიმაძე (ჩიხურა); მიხეილ მახვილაძე (ტორპედო)
მსაჯები: ლ. სილაგავა, გ. ელიკაშვილი, ს. სპიცინი, გ. ავაზაშვილი (სათადარიგო)
ზესტაფონი – მერანი (მარტვილი)
ზესტაფონი. “დავით აბაშიძე.” 17:00
დისკვალიფიცირებულები: აკაკი წყაროზია, დავით ბოლქვაძე (მერანი)
მსაჯები: გ, კიკაჩეიშვილი, ი. უკლება კ. სადილიანი, ზვ, ტუღუში (სათადარიგო)
1. | დინამო (თბ) | 9 | 6 | 2 | 1 | 15:6 | 20 | |
2. | სამტრედია | 9 | 5 | 2 | 2 | 11:7 | 17 | |
3. | ცხინვალი | 9 | 5 | 2 | 2 | 9:8 | 17 | |
4. | გორის დილა | 9 | 4 | 3 | 2 | 14:6 | 15 | |
5. | ტორპედო | 9 | 3 | 5 | 1 | 10:7 | 14 | |
6. | მეტალური | 9 | 3 | 4 | 2 | 11:9 | 13 | |
7. | ჩიხურა | 9 | 4 | 1 | 4 | 10:10 | 13 | |
8. | დინამო (ბთ) | 9 | 4 | 1 | 4 | 10:10 | 13 | |
9. | მერანი | 9 | 3 | 2 | 4 | 8:8 | 11 | |
10. | გურია | 9 | 2 | 5 | 2 | 9:15 | 11 | |
11. | ზესტაფონი | 9 | 2 | 4 | 3 | 18:13 | 10 | |
12. | ვიტ ჯორჯია | 9 | 3 | 1 | 5 | 9:9 | 10 | |
13. | ფოთი | 9 | 2 | 3 | 4 | 9:13 | 9 | |
14. | ბოლნისი | 9 | 2 | 2 | 5 | 9:15 | 8 | |
15. | შუქურა | 9 | 1 | 5 | 3 | 7:14 | 8 | |
16. | ზუგდიდი | 9 | 0 | 4 | 5 | 4:13 | 4 |
მეგოლეები:
6 - ირაკლი მოდებაძე (დილა), ჯაბა დვალი (ზესტაფონი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო)
4- შოთა ლომია (ზუგდიდი)
3 - დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი, გიორგი ჩელებაძე (დინამო ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი, ნიკოლოზ საბანაძე, ჩისკო (დინამო თბილისი), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ვარლამ კილასონია, ირაკლი სიხარულიძე (მეტალურგი), თეიმურაზ ღონღაძე (ჩიხურა), დათა ციცხვაია (მერანი), დათა სიჭინავა (კოლხეთი), კობა შალამბერიძე (გურია)
შენიშვნა:უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.