ტურინის “იუვენტუსის” და იტალიის ნაკრები კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონი პოლ პოგბას კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გამოეხმაურა.
ბუფონის თქმით, პოგბას ტურინში დარჩენა არამარტო კლუბისთვისაა კარგი, არამედ თავად ფეხბურთელისთვისაც.
“ახალი კონტრაქტი ნამდვილად შესანიშნავი ინფორმაცია იქნება ჩვენთვის და ასევე პოლისთვის. პოგბას “იუვენტუსში” დარჩენით შეეძლება ისეთი დიდი გუნდის ისტორიაში შევიდეს, როგორიც “იუვენტუსია”, - განუცხადა ჯიჯიმ “სქაი სპორტს”.
პოგბას ახალი კონტრაქტის შესახებ ცნობები იტალიურ მედიაში დღეს დილით გაჩნდა.
გიორგი მელქაძე