დორტმუნდის “ბორუსიას” კაპიტანმა მატს ჰუმელსმა “გალათასარაისთან” 4:0 მოგებული მატჩის შემდეგ შკყ-ის განუცხადა, დროა ბუნდესლიგასაც მივხედოთო.
“გუშინ ჩვენმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა და ადვილი გამარჯვებაც მოვიპოვეთ, მაგრამ ახლა დროა ჩემპიონატსაც მივხედოთ და ასეთი თამაში ვანახოთ იქაც”, - განაცხადა ჰუმელსმა.
“დორტმუნდი” მიმდინარე ბუნდესლიგაში ძალიან ცუდად ასპარეზობს და ამ დროისთვის 8 ტურის შემდეგ მხოლოდ და მხოლოდ 7 ქულით 14-ე ადგილზე იმყოფება.
თორნიკე ზეიკიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მიხედეთ თორე არმომწონს ეგ 14ე ადგილი... ლიგაზე გერმანიიდან ამათი და ბავარიის გარდა არცერთი არვარგა და ესეც თუ ვერგავიდა მართლა საშინელება იქნება!!
გენდობი ჰუმელს და დავდებ ამ ტურში დორტმუნდზე მეტი არ მინდა კიდე გამაზოთ
დროა კი არა რავიცი რა ვთქვა ახლა მოგებების სერია უნდა მიაყოლოთ ბუნდესლიგაში თორემ სირცხვილია