25 ოქტომბერს მთელი მსოფლიოს ყურადღება მადრიდის “სანტიაგო ბერნაბეუსკენ” იქნება მიპყრობილი, სადაც ერთმანეთს “რეალი” და “ბარსელონა” დაუპირისპირდებიან.
მადრიდელთა ლიდერმა თავის “ტვიტერის” გვერდზე ახალი ფოტო ატვირთა, სადაც ის თავისი ახალი ბუცებითაა წარმოდგენილი. ამ ბუცებით რონალდუ პირველად სწორედ “ელ კლასიკოში” ითამაშებს.
“ეს ბუცები სწორედ ჩემთვის შეიკერა, ის ელეგენტური და ლამაზია. იგი აბსოლუტურად განსხვავებულია”, – ამბობს რონალდუ.
“ელ კლასიკო” 25 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
გიორგი მელქაძე