ფეხბურთი

19:22 | 22.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

უეფას პარტნიორი სპონსორები ცსკა-ს გულშემატკივრები აღმოჩდნენ

"მანჩესტერ სიტის" ბელგიელი მცველი ვინსენტ კომპანი ჩემპიონთა ლიგაზე მოსკოვის ცსკა-სთან თამაშის შემდეგ აღშფოთებული გახლდათ. საქმე ისაა, რომ მატჩს "არენა ხიმკიზე", უეფას სასჯელის მიუხედავად, რუსული კლუბის 300 გულშემატკივარი დაესწრო.

ევროპის ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ცსკა-ს გულშემატკივრების რასისტული ქმედებების გამო კლუბი დასაჯა და საშინაო მატჩი ფანების გარეშე უნდა ჩაეტარებინა. აღნიშნულ შეხვედრას კი 300 ქომაგი დაესწრო, არა და ოფიციალურად ეს პირები უეფას პარტნიორი სპონსორები გახლდნენ, ოქმში კი მაყურებელთა რაოდენობა "არენა ხიმკიზე" 0 დაფიქსირდა.

"უეფამ განაცხადა, რომ ცსკა მატჩს ცარიელ ტრიბუნებზე ჩაატარებდა, სინამდვილეში კი გულშემატკივრების გარეშე მხოლოდ "სიტი" დარჩა. ვინ დაისაჯა რასიზმის გამო? "სიტი" თუ ცსკა? პრობლემა არ მაქვს, მაგრამ მათ თქვეს, რომ გულშემატკივრები პარტნიორები იყვნენ და მატჩს დაესწრებოდნენ, მაგრამ ჩვენ რატომ დავისაჯეთ იცით? ამ ფაქტმა ფეხბურთელებზე ცუდი გავლენა მოახდინა. თურმე ბილეთები სპონსორებმა იყიდეს და რატომ არ დაუშვეს ჩვენი გულშემატკივრები მატჩზე? რა დააშავეს მათ? მოედანზე გულშემატკივრები არ უნდა ყოფილიყვნენ და ჩვენი ფანებიც დასჯილნი არ გამოვიდოდნენ." - განაცხადა გაღიზიანებულმა კომპანიმ.

ცსკა-ს სპონსორ-გულშემატკივრები მოედანზე ლუდს მიირთმევდნენ და საკუთარ გუნდს შეძახილებით ამხნევებდნენ. უეფა ინგლისელებს დაპირდა, რომ აღნიშნულ ფაქტს გამოიძიებს.

ოფიციალური მონაცემებით ცსკა-ს და "მანჩესტერ სიტის" მატჩს მაყურებელი არ დასწრებია. თითოეული კლუბის დელეგაციას 75 წარმომადგენელი ჰყავდა, მედიის წარმომადგენელთა რიცხვი 150 გახლდათ, სტადიონზე მომუშავე ბავშვების და მათი მშობლების რაოდენობა 50, ხოლო უეფას პარტნიორი სპონსორების რიცხვი - 300.

0.134936