ევროპალიგის პლეი ოფში გორის “დილას” მეტოქემ ვენის “რაპიდმა” ავსტრიის ჩემპიონატში უმნიშვნელოვანესი მატჩი გამართა თანაქალაქელი “აუსტრიის” წინააღმდეგ და უგოლოდ დაშორდა.
საერთოდ, ვენური დერბი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძველია, ისტორიას 1911 წლიდან იღებს და ამ კვირას 306-ედ გაიმართა. “რაპიდის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ”მწვანეებისთვის” ყველაფეერი ცუდად დაიწყო, თამაშის წინ გამოცდილი კაპიტანი შტეფან ჰოფმანი ხერხემლის ტკივილმა შაწუხა და მისი ადგილი ახალგაზრდა მარსელ საბიცერმა დაიკავა.
შეხვედრა ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა, თუმცა 27-ე წუთზე რაპიდელთა მცველმა შტეფან პალამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ნომინალური მასპინძლები უმცირესობაში დარჩნენ.
მოწინააღმდეგემ შეტევებს უმატა. მერე ორივე გუნდს ჰქონდა გატანის შანსი, მაგრამ ხან სიზუსტე აკლდათ, ხანაც მეკარეები თამაშობდნენ კარგად. მაგალითად 52-ე წუთზე ძალიან სახიფათო საჯარიმო დაარტყა “რაპიდის” ბერძნული წარმოშობის გერმანელმა ნახევარმცველმა ტანოს პეტსოსმა, მაგრამ შესანიშნავად ითამაშა მეკარემ. მერე უკვე “აუსტრიას” შეეძლო დაწინაურება, მაგრამ “რაპიდის” სლოვაკმა მეკარემ იან ნოვოტამ იყოჩაღა.
საბოლოოდ ფრე – 0:0. ამ მატჩის შემდეგ “რაპიდმა” სატურნირო ცხრილში მესამედან მეორე ადგილზე აინაცვლა.
“რაპიდმა” ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ნოვოტა, სონლეიტნერი, პალა, ბერენდტი, ბოშკოვიჩი (პიხლერი 81), ჰყოფმანი, ბურგსტალერი, ტრიმელი, პეტსოსი, შაუბი (გროცურეკი 62), ბოიდი (შრამელი 30)