ტურინის “იუვენტუსის” 21 წლის ფორვარდმა ალვარო მორატამ ესპანურ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მადრიდში დაბრუნების სურვილი არ აქვს და მისი მომავალი მხოლოდ “იუვესთან” ერთად წარმოუდგენია.
“იუვენტუსში” ბედნიერი ვარ, “რეალში” დაბრუნება არ მინდა. ახალ გარემოსთან შესაგუებლად დრო მჭირდებოდა, თუმცა ეს პერიოდი უკვე დავძლიე. სიმართლე გითხრათ, არც ის ვიცი, ჩემი კონტრაქტის გამოსყიდვა რა შემთხვევაში მოხდება” – განაცხადა მორატამ.
ალვარო მორატა ტურინში წლეულს 18 მილიონ ევროდ გადავიდა, თუმცა კონტრაქტში დევს პუნქტი, რომლის თანახმადაც “რეალს” სურვილის შემთხვევაში მორატას უკან დაბრუნება 30 მილიონ ევრო შეეძლება.
ესპანელ ფორვარდს იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში 4 გოლი აქვს გატანილი.