ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე–2 ტურში, ერნესტო ვალვერდეს დამოძღვრილმა „ბილბაომ“ „ოსასუნას“ უმასპინძლა და შინ უქულოდ გაისტუმრა. ბასკებმა თითო ტაიმში თითო გოლი იკმარეს და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს.
ანგარიში ოსასუნელთა უიღბლობის წყალობით გაიხსნა – ალეხანდრო არიბასმა ბურთი თავის კარში ჩაჭრა და მასპინძლებს დაწინაურების საშუალება მისცა. ამის შემდეგ, „ბილბაოს“ უპირატესობა ხელიდან არ გაუშვია და მეტიც, გაზარდა კიდეც – სწრაფი კონტრშეტევის შედეგად მეკარესთან თითქმის პირისპირ დარჩენილმა ოსკარ დე მარკოსმა იოლად აიღო სტუმართა კარი და საბოლოო ანგარიში – 2:0 დააფიქსირა.
შედეგიანი ფრე დაფიქსირდა „კოლიზეუმ ალფონსო პერესზე“, სადაც „ხეტაფემ“ პრიმერაში დაბრუნებულ „ალმერიას“ უმასპინძლა. საგულისხმოა, რომ სტუმრები 2–ჯერ იგებდნენ, მაგრამ მასპინძლებმა ორივეჯერ შეძლეს წონასწორობის აღდგენა. საბოლოოდ, მატჩი 2:2 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
ხეტაფე. „კოლიზეუმ ალფონსო პერესი“.
ხეტაფე – ალმერია 2:2 (1:2)
ხეტაფე: მოია, ვალერა, რუანო, ლოპესი, ლაგო, ბორხა, ლაფიტა, კასტრო, ლასენი (ლეონი 53), სარაბია (ფედორი 61), კოლუნგა.
მწვრთნელი: ლუის გარსია პლასა
ალმერია: ესტებანი, დუბარბიერი, პელერანო, რაფიტა, ტრუხილიო, სორიანო (სუარესი 69), ვერსა, ტებარი (კორონა 79), ვიდალი, სუსო, როდრი (დიასი 88).
მწვრთნელი: ფრანსისკო როდრიგესი
გოლები: 0:1 როდრი (30), 1:1 ლაფიტა (32), 1:2 სორიანო (37), 2:2 კასტრო (85პ.)
გაფრთხილებები: ლოპესი (46), ბორხა (90) – სუსო (23)
კარში დარტყმა: 16 (6) – 15 (2) ჯარიმა: 13 - 6 კუთხური: 6 - 5 თამაშგარე: 2 - 4 ბურთის ფლობა: 51% - 49% სეივი: 2 – 4
ბილბაო. „სან მამესი“.
ბილბაო – ოსასუნა 2:0 (1:0)
ბილბაო: ერერინი, ირაოლა, საბორიტი, ლაპორტი, გურპეგი, სუსაეტა (მორანი 75), ბენიატი, იტურასპე, ერერა (დე მარკოსი 64), ადურისი, მუნიაინი (გომესი 69).
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
ოსასუნა: ფერნანდესი, ლოტიე, ბერტრანი (სანხურხო 63), ორიოლი, არიბასი, პუნიალი, სისი (ომვუ 82), სილვა, არმენტეროსი, რიერა, ნუნიესი (ტორესი 66).
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი
გოლები: 1:0 არიბასი (31ს.კ.), 2:0 დე მარკოსი (82)
გაფრთხილებები: ლაპორტი (35), ერერა (40) – რიერა (26), ბერტრანი (36)
კარში დარტყმა: 16 (6) – 15 (2) ჯარიმა: 13 - 6 კუთხური: 6 - 5 თამაშგარე: 2 - 4 ბურთის ფლობა: 51% - 49% სეივი: 2 – 4