ფეხბურთი

16:03 | 21.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ლევანტემ" "კორდობას" მიბაძა

ესპანურმა "ლევანტემ" მთავარი მწვრთნელის თანანმდებობიდან 53 წლის ესპანელი სპეციალისტი ხოსე ლუის მენდილიბარი გაანთავისუფლა. აღნიშნული ინფორმაცია ვალენსიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

კლუბის ხელმძღვანელობამ აღნიშნული გადაწყვეტილება გუნდის წარუმატებელი თამაშის გამო მიიღო. მენდილიბარის შეგირდებმა 8 თამაშში ერთი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს, ხოლო 5 შეხვედრა წააგეს. "ლევანტემ" რვა მატჩში მხოლოდ 4 გოლი გაიტანა და საკუთარ კარში 20 მიიღო.

ესპანელი სპეციალისტი "ლევანტეს" სათავეში მიმდინარე წლის ზაფხულში ჩაუდგა და დებიუტი კრახით განიცადა.

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის კიდევ ერთმა კლუბმა "კორდობამ" მთავარი მწვრთნელი გამოცვლა უკვე მოასწრო - ალბერტ ფერერის ნაცვლად კლუბის ახალ თავკაცად მიროსლავ ჯუკიჩი დაინიშნა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11608