საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სერბეთთან გასამართი მატჩის შემდეგ, ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. გუნდის ამჟამინდელი დამრიგებელი იტალიელი კლაუდიო რანიერი პოსტს დატოვებს.
საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციას მოთმინების ფიალა პარასკევს, საკუთარ მოედანზე ფარერებთან წაგებული მატჩის (0:1) შემდეგ აევსო.
კლაუდიო რანიერის შესაძლო შემცვლელად მისივე თანამემამულე ჯოვანი ტრაპატონი სახელდება.
საბერძნეთის ნაკრებს მიმდინარე შესარჩევ ციკლში ჩატარებულ 4 შეხვედრაში მხოლოდ 1 ქულა აქვს მოპოვებული