დღევანდელი ჩემპიონთა ლიგის დღის გამორჩეული პაექრობა „რომა“-„ბაიერნია“. მატჩის წინ კომენტარების გაკეთებას არ ერიდებიან ორივე გუნდის წარმომადგენლები. მიუნხენის „ბაიერნის“ ლიდერი არიენ რობენი იტალიურ მედიას გაესაუბრა.
ჰოლანდიელი გარემარბის განცხადებით, „რომა“ იტალიური კლუბებისგან განსხვავებით, ლამაზ ფეხბურთს თამაშობს.
„ჩემთვის სიურპრიზი არაა „რომას“ ასეთი კარგი თამაში. შემიძლია მისი მისამართით კომპლიმენტებიც ვთქვა, რადგან იტალიური კლუბი ასეთ ლამაზ ფეხბურთს თამაშობს იშვიათად თამაშობს. რომაელები იტალიაში ნამდვილად საუკეთესო ფეხბურთს თამაშობენ. ძლიერები არიან, როგორც დაცვით ფაზაში, ისე შეტევაში. რაც შეეხება ტოტის, ის ცალკე თემაა. არ მგონია ფრანჩესკო მხოლოდ „რომას“ ლეგენდა იყოს, ალბათ, უფრო მსოფლიო ფეხბურთის. მაგრამ ჩვენთვის არაფერს ცვლის ტოტის დიდი სახელი - მის წინააღდეგ გამარჯვება გვსურს“ - განაცხადა რობენმა.
არიენ რობენი მიუნხენურ გრანდში2009 წლიდან მოყოლებული ასპარეზობს და მას მერე გუნდის შეუცვლელი ფიგურაა. გასულ ზაფხულს, გუნდში პეპ გვარდიოლას მოსვლის შემდეგ, ბევრი იწერებოდა მისი შესაძლო გასხვისების შესახებ, თუმცა ჰოლანდიელი გვარდიოლას ფორმაციის გუნდშიც ერთ-ერთი გამორჩეული ლდერია.
გიორგი მელქაძე