ფეხბურთი

10:55 | 21.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლიპი: „ეს “იუვე” ნაკლებად სასტიკია“

ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა მარჩელო ლიპიმ ჩინურ გამოცემას ინტერვიუ მისცა, სადაც საკმაოდ საინტერესო საკითხებს შეეხო. მან ანტონიო კონტეს და მასიმილიანო ალეგრის „იუვენტუსი“ ერთმანეთს შეადარა და ისაუბრა ანტონიო კონტეს შესახებ.

2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონის აზრით, ალეგრის „იუვე“ ნაკლებად მწვავეა, ვიდრე კონტეს პერიოდის „იუვე“ იყო.

„მეტოქეთა მიმართ ეს გუნდი ნაკლებად „სასტიკია“, თამაშობს განსხვავებულ ფეხბურთს, ბურთსაც ნაკლებად ფლობს და პასების სისწარფეც გაცილებით დაბალია. მაგრამ მიუხედავად ამისა, ალეგრი კარგად მუშაობს, მას დიდად არ შეუცვლია გუნდის ხასიათი, გუნდისა, რომელმაც ზედიზედ სამჯერ მოიგო სკუდეტო. იტალიის ნაკრებში კონტეს მუშაობა ძალზე მაგონებს მის დებიუტს „იუვენტუსში“, რაც მთავარია მას ჰყავს ბევრი მისთვის ნაცნობი ფეხბურთელი „იუვედან“ და აქვს უდიდესი წყურვილი გამარჯვებისა. თუ ისინი თამაშიდან თამაშზე იფიქრებენ ამ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის მოგებაც შეუძლია. ჩვენ 2006 წელსაც არ ვგეგმავდით გამარჯვებას, უბრალოდ ყოველი თამაშის შემდეგ მივდიოდით გამარჯვებისკენ“, - განუცხადა ლიპიმ ჩინურ la politica nel Pallone-ს.

მარჩელო ლიპიმ სახელი „იუვენტუსში“ მუშაობით გაითქვა, როდესაც გუნდი ოთხჯერ გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში (აქედან სამჯერ ზედიზედ და ეს მიღწევა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ჯერჯერობით განუმეორებელია), ხოლო სკუდეტო 5-ჯერ მოიპოვა. 2006 წელს კი თავის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა.

ამჟამად მხცოვანი სპეციალისტი ჩინურ „გუანჟოუს“ უდგას სათავეში.

გიორგი მელქაძე

0.11006