ფეხბურთი

12:31 | 15.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუს მორიგი რეკორდი

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ევროპის ჩემპიონატებზე გატანილი გოლების რაოდენობით რეკორდი დაამყარა (ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო, პლეი ოფი, ფინალური ეტაპი).

14 ნოემბერს, რონალდუს მიერ სომხეთის ნაკრების კარში 74-ე წუთზე გატანილი გოლი მისთვის 23-ე გამოდგა და მან დანიელ ფორვარდს იონ დალ ტომასონს გადაასწრო, რომელსაც 22 გოლი აქვს გატანილი.

დამყარებული რეკორდის შემდეგ, კომენტარი თავად ფეხბურთელმაც გააკეთა: “ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა იყო და ბედნიერი ვარ, რომ მოვიგეთ. რთული თამაში გამოდგა, სომხეთის ნაკრები თავს კარგად იცავდა. ახლა მთავარია სწორად მუშაობა განვაგრძოთ, ადვილი არ იქნება, მაგრამ ფინალური ეტაპის საგზური უნდა მოვიპოვოთ” _ განაცხადა რონალდუმ.

რონალდუს რეკორდის დამყარება საკუთარმა კლუბმა მადრიდის “რეალმაც” მიულოცა.

“კრიშტიანუ ევროპის ჩემპიონატების საუკეთესო გოლეადორი გახდა” – დაიწერა “სამეფო კლუბის” ტვიტერზე.

კრიშტიანუ რონალდუს დაწევის ყველაზე რეალური შანსი ამჟამად ირლანდიელ რობი კინს აქვს, რომელსაც 21 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114752