ფეხბურთი

15:27 | 20.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ცელქი მესი

“ბარსელონასა” და “ეიბარს” შორის ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-8 ტურში გამართულ მატჩში საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. “ბარსელონას” შემტევმა ლეო მესიმ უარი განაცხადა მინდვრიდან სათადარიგო სკამზე გადაენაცვლა. “ბარსელონა” “ეიბარს” 76-ე წუთისთვის 3:0 ამარცხებდა, ზუსტად ამ დროს “ბარსას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მესის შეცვლა განიზრახა. არგენტინელის მაგივრად მაროკოელი ელ-ჰადადი უნდა გამოსულიყო, თუმცა მესიმ მწვრთნელს ანიშნა, რომ ის არ აპირებდა მოედნის დატოვებას. ენრიკე გაღიზიანდა და იძულებული გახდა ნეიმარი დაესვა სათადარიგოზე.

მესიმ ეიბარს 1 გოლი გაუტანა, რაც საიუბილეო აღმოჩნდა მისთვის - არგენტინელმა პრიმერადივიზიონში 250-ე გოლი მიითვალა.

იხილეთ ვიდეო: მესი არ ტოვებს მოედანს

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111408