ფეხბურთი

14:18 | 20.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნუნუ: “ჩვენი დღე არ იყო”

“ვალენსიას” მთავარი მწვრთნელი, ნუნუ ესპირიტო სანტო “დეპორტივოსთან” სენსაციური მარცხის (0:3) შემდეგ ჟურნალისტებთან წარსდგა და აღნიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა. პორტუგალიელის თქმით, მისმა შეგირდებმა ძალიან ცუდი შეხვედრა ჩაატარეს და მათი დღე აშკარად არ იყო.

“საერთო ჯამში, ეს იყო ძალიან ცუდი თამაში ჩვენი მხრიდან. გუშინ “ვალენსიას” დღე ნამდვილად არ გახლდათ. თამაშის დალაგება ძალიან გვიჭირდა, ხოლო ტაიმის ბოლოს გაშვებულმა ორმა გოლმა ჩვენი ყველა გეგმა თავდაყირა დააყენა.

უნდა აღინიშნოს, რომ “დეპორტივომ” ძალიან კარგად ითამაშა და ყველაფერში გვაჯობა. ამ შეხვედრამ გვანახა, რომ კიდევ ბევრი მუშაობა გვმართებს სრულყოფილებისთვის. უნდა განვაგრძოთ შრომა და არ გადავუხვიოთ იმ გზას, რომელიც ავირჩიეთ. “ვალენსიას” მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაა, რაც აუცილებლად უნდა განვახორციელოთ”, - განაცხადა ახალგაზრდა სპეციალისტმა.

8 ტურის შემდეგ “ვალენსიამ” ლა ლიგაში პირველი მარცხი განიცადა და 17 ქულით მე-4 პოზიციამდე დაქვეითდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064798
სარეკლამო ადგილი - 99
X x X