კალათბურთი

1:30 | 20.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძემ სასტარტოში ითამაშა, “უნიკსი” ვთბ-ლიგის ლიდერია

ვიქტორ სანიკიძის “უნიკსმა” ვთბ-ლიგაში ზედიზედ მე-3 გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილში კიდევ ერთ რუსულ კლუბ “ხიმკისთან” ერთად გალიდერდა.

ქართველი კალათბურთელის გუნდმა, ამჯერად, სანკტ-პეტერბურგის “ზენიტი” დაამარცხა (73:66), სანიკიძე კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 21:52 წუთში 8 ქულა, 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.

ვიქტორმა 4-დან 1 ორქულიანი, სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

“უნიკსი” ვთბ-ლიგაში მომდევნო მატჩს 2 ნოემბერს ჩეხეთში “ნიმბურკთან” გამართავს, მანამდე კი, ევროლიგაში 2 მატჩი ელის: 24 ოქტომბერს, მადრიდის “რეალთან”, ხოლო 30-ში – იტალიურ “დინამო სასარისთან”.

0.132501