ფეხბურთი

1:10 | 20.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიამ”, წაუგებელი მხოლოდ “ბარსელონა” დატოვა
სიმეონეს გუნდი მოწოდების სიმაღლეზეა

ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურის მესამე დღე “ვისენტე კალდერონზე” დაიწყო, სადაც მოქმედმა ჩემპიონმა “ესპანიოლი” მიიღო და ზედმეტი პრობლემების გარეშე დაამარცხა. მადრიდელთა ორივე გოლი კუთხურს მოჰყვა, 43-ე წუთზე “როხიბლანკოელებმა” კუთხური გაითამაშეს, რაც საბოლოოდ გაბის ჩაწოდებითა და ტიაგოს ზუსტი თავურით დასრულდა. 71-ე წუთზე კი, კოკეს ჩამოწოდებულს ხიმენესი გამოეხმაურა და ცარიელ კართან მყოფ მარიო სუარესს გაატანინა – 2:0.

სენსაცია დაფიქსირდა ლა კორუნიაში, სადაც აქამდე ძალიან სუსტად მოთამაშე “დეპორტივომ” “ვალენსია” მიიღო და ყველასთვის მოულოდნელად დიდი ანგარიშით დაამარცხდა. “ღამურებს” ლუკას ორბანი და ანდრე გომეში ტრავმების გამო აკლდათ, ასევე ვერ მოასწრო გამოჯანმრთელება ალვარო ნეგრედომ, ხოლო დიეგო ალვეშმა მატჩისწინა მოთელვაზე მიიღო დაზიანება, რის გამოც, იოელს მოუწია კარში ჩადგომა, რომელმაც დამაჯერებელი შთაბეჭდილება ვერ დატოვა და მეორე გაშვებული გოლისას უხეშად შეცდა. 37-ე წუთზე კუთხურიდან ჩამოწოდებულს, გაიას ავტოგოლი მოჰყვა, ხოლო 6 წუთში პერესმა ისარგებლა იოელის შეცდომით ისაგებლა და მეორეც გაიტანა.
“ღამურები” ეცადნენ თამაშის მობრუნებას, მაგრამ მათი დღე აშკარად არ იყო. ნუნუ ესპირიტო სანტოს გუნდი თავის თავს არ ჰგავდა და მომენტების შექმნა უჭირდა. სამაგიეროდ, ყველაფერი გამოსდიოდა გალისიურ კლუბს და ტოჩემ 79-ე წუთზე მესამეც გაიტანა.

“ღამურების” წაგებით ისარგებლა “სევილიამ” და მე-2 პოზიციაზე გადაინაცვლა. უნაი ემერის გუნდმა სტუმრად “ელჩეს” დამარცხება მოახერხა და ლიდერ “ბარსელონას” მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. პირველ ტაიმში გოლები არ გასულა, ხოლო მეორე ნახევარში გოლები ბაკამ და გამეირომ გაიტანეს – 0:2.

დღის ბოლო მატჩი “ელ მადრიგალზე” გაიმართა, “ვილიარეალმა” “ალმერია” მიიღო და უჩეს დუბლით 2:0 დაამარცხა.

ტურის დასკვნითი შეხვედრა დღეს “ანოეტაზე” შედგება, სადაც “სოსიედადი” “ხეტაფეს” უმასპინძლებს.

ატლეტიკო – ესპანიოლი 2:0 (1:0)

მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

ატლეტიკო (4-4-2): მოია, გოდინი, ხიმენესი, ანსალდი, ხუანფრანი, ტიაგო (მ.სუარესი 53), გაბი, კოკე, თურანი (გრიზმანი 60), რ.გარსია, მანძუკიჩი (კ.როდრიგესი 85).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ესპანიოლი (4-4-1-1): კასილია, ალვარო, კოლოტო, ხ.ლოპესი, ფუენტესი, ვ.ალვარესი (მონტანესი 63), კანიასი, ლუკასი, სევილია, ს.გარსია (ალექსი 56), კაისედო (სტუანი 63).
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი

გოლები: 1:0 ტიაგო (43), 2:0 მ.სუარესი (71).
მსაჯი: ინიაკი ბიკანდი
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 20(9)-7(1), ჯარიმა: 19-19, კუთხური: 12-1, თამაშგარე: 5-0, სეივი: 1-7

დეპორტივო – ვალენსია 3:0 (2:0)

ლა კორუნია, “რიასორი”

დეპორტივო (4-2-3-1): ფაბრი, სიდნეი, ინსუა, ლუისინიო, ხუანფრანი, ვილკი, მედუნჯანინი, ლ.პერესი (ხ.კარლოსი 58), კუენკა (ხ.როდრიგესი 79), ფარინა, კავალიერო (ტოჩე 63).
მწვრთნელი: ვიქტორ ფერნანდესი

ვალენსია (4-3-3): იოელი, ოტამენდი, მუსტაფი, გაია, ბარაგანი, ფელიპე (ფეგული 46), ფუეგო (დე პაული 75), პარეხო, როდრიგო, პიატი (ხილი 46), ალკასერი.
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო

გოლები: 1:0 გაია (37 ს.კ.), 2:0 ლ.პერესი (43), 3:0 ტოჩე (79).
გაფრთხილებები: ფარინა, ხუანფრანი, ტოჩე – ფელიპე, ფეგული, პარეხო
მსაჯი: ესტრადა ფერნანდესი
ბურთის ფლობა: 41%-59%, დარტყმა: 11(5)-8(1), ჯარიმა: 19-20, კუთხური: 3-5, თამაშგარე: 2-2, სეივი: 1-2

ელჩე – სევილია 0:2 (0:0)

ელჩე, “მარტინეს ვალერო”

ელჩე (4-2-3-1): მ.ერერა, როკო, ლომბანი, დ.სუარესი, ალბაკარი, ხ.ანხელი (ფაჟრი 72), მოსკერა (ა.გონსალესი 78), ა.ხიმენესი (გ.როდრიგესი 62),ვ.როდრიგესი, კორო, კ.ერერა.
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

სევილია (4-2-3-1): ბეტო, კარისო, პრეხა, ტრემულინასი, კოკე (ფიგეირაში 46), მ’ბია (იბორა 82), კრიჩოვიაკი, დენის სუარესი, დეულოფეუ (გამეირო 60), ვიდალი, ბაკა.
მწვრთნელი: უნაი ემერი

გოლები:
0:1 ბაკა (59), 0:2 გამეირო (73).
გაფრთხილებები: ანხელი, ხიმენესი, დ.სუარესი, მოსკერა, გ.როდრიგესი – კოკე, მ’ბია
მსაჯი: ედუარდო პრიეტო იგლესიასი
ბურთის ფლობა: 63%-37%, დარტყმა: 12(1)-10(7), ჯარიმა: 18-23, კუთხური: 6-4, თამაშგარე: 1-3, სეივი: 5-1

ვილიარეალი – ალმერია 2:0 (1:0)

ვილიარეალი, “ელ მადრიგალი”

ვილიარეალი (4-4-2): ასენხიო, დორადო (ვ.რუისი 46), პაულისტა, გასპარი, ხ.კოსტა, ბ.სორიანო, ტრიგეირასი, მ.გომესი (ჯონათან დოს სანტოსი 77), კანი (ჩერიშევი 38), უჩე, დოს სანტოსი.
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი

ალმერია (4-2-3-1): რუბენი, მ.დოს სანტოსი, ტრახილიო, ხ.ნავარო, დუბარბიერი, აზეზი (დანგდა 68), ტეიე (ფ.სორიანო 57), მენდეში, ვერზა, ვ.სილვა, ჰემედი (კორონა 67).
მწვრთნელი: ფრანცისკო როდრიგესი

გოლები: უჩე 23;59.
გაფრთხილებები: ხ.კოსტა, ტრიგეირასი, პაულისტა, მარიო, ჩერიშევი – აზეზი, ვერზა
მსაჯი: კლოს გომესი
ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 17(8)-10(3), ჯარიმა: 20-16, კუთხური: 6-4, თამაშგარე: 2-0, სეივი: 3-6

ბომბარდირები: რონალდუ (“რეალი”) – 15. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 8. მესი (“ბარსელონა”) – 7.

1.

ბარსელონა

8

7

1

0

22:0

22

2.

სევილია

8

6

1

1

15:8

19

3.

რეალი

8

6

0

2

30:9

18

4.

ვალენსია

8

5

2

1

17:7

17

5.

ატლეტიკო

8

5

2

1

14:7

17

6.

ვილიარეალი

8

4

2

2

12:7

14

7.

სელტა

8

3

4

1

13:11

13

8.

მალაგა

8

3

3

2

7:8

12

9.

რაიო ვალეკანო

8

3

2

3

11:12

11

10.

ესპანიოლი

8

2

3

3

9:10

9

11.

ეიბარი

8

2

3

3

8:10

9

12.

ალმერია

8

2

3

3

7:9

9

13.

გრანადა

8

2

2

4

5:12

8

14.

ხეტაფე

7

2

1

4

4:11

7

15.

დეპორტივო

8

2

1

5

11:19

7

16.

სოსიედადი

7

1

2

4

8:11

5

17.

ბილბაო

8

1

2

5

5:12

5

18.

ელჩე

8

1

2

5

7:18

5

19.

ლევანტე

8

1

2

5

4:20

5

20.

კორდობა

8

0

4

4

5:13

4

თეგებილა ლიგა
0.131065