ფეხბურთი

23:21 | 19.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

დრამატული ფრე ქუთაისში

დრამატული მატჩი შედგა ქუთაისში ადგილობრივ “ტორპედოსა” და ლანჩხუთის “გურიას” შორის.

შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო, პატივი მიაგეს ტრაგიკულად დაღუპულ გურიის ფეხბურთელს ნიკა კილაძეს...

მატჩი როგორც მოსალოდნელი იყო ქუთათურთა უპირატესობით დაიწყო და პირველი ხიფათი სტუმართა კართან სწორედ მათ შექმნეს. ჩადუნელის პასით ოთარ კვერნაძე აღმოჩნდა “გურიის” საჯარიმოში კარგ პოზიციაზე, მაგრამ მცველებმა ითამაშეს კარგად და სიტუაცია განმუხტეს.

მე-16 წუთზე ისევ “ტორპედოს” ჰქონდა ანგარიშის გახსნის კარგი შანსი, ამჯერად ჩიკვილაძე დაემუქრა ზუხბაიას კარს, თუმცა კიპერი უშეცდომო იყო.

რაც უფრო მეტი დრო გადიოდა მასპინძლების შეტევები უფრო მწვავე ხდებოდა და რომ არა “გურიას” მცველებისა და მეკარის თავგანწირული თამაში, ტაბატაძის პასით კვერნაძე ანგარიშსაც გახსნიდა.

“გურიამ” მასპინძელთა შეტევებს შალამბერიძის სახიფათო ჩაწოდებით უპასუხა, თუმცა მეკარე თებიძემ გამოსვლაზე ითამაშა ზუსტად.

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ შეხვედრაში 4 ბურთი გავიდა, ძნელია მეკარეების დადანაშაულება. ამის ნათელი მაგალითი იყო თუნდაც 33-ე წუთზე ტორპედოელთა კარის დარაჯის თებიძის ჩინებული თამაში, როცა გაბრიჩიძის უძლიერესი დარტყმა მოიგერია კუთხურზე.

შეხვედრის 34-ე წუთზე მაინც გაიტანა “ტორპედომ”, შეტევა ტაბატაძემ წამოიწყო ფლანგზე, მართალია მისი გადაცემის შემდეგ მოწინააღმდეგის საჯარიმოში მყოფ კვერნაძეს ორი მცველი უშლიდა ხელს, მაგრამ მაინც შესძლო ახლო მანძილიდან ბურთის კარში გადაგზავნა – 1:0.

გოლის გატანიდან 5 წუთის შემდეგ მასპინძლებს ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ, ფლანგიდან თანაგუნდელის გამჭოლი გადაცემა ბონდარენკომ ოსტატურად გაატარა და ფიფია დარჩა ხელსაყრელ პოზიციაზე, მისი მოჭრილი კარგი დარტყმა კი მეკარემ ნახტომში მოიგერია.

პირველი ტაიმის მიწურულს გურულებმა კოშკაძის უძლიერესი დარტყმით სცადეს ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ მცირედით არაზუსტად გამოუვიდა დარტყმა კოშკაძეს.

სტუმრები უფრო შორეული დატყმებით ცდილობდნენ ფონს გასვლას, თუმცა რიგ ეპიზოდებში თებიძე იყო მოწოდების სიმაღლეზე, უმეტეს შემთხვევაში კი ბურთი კარის ჩარჩოში ვერ ხვდებოდა.

მატჩის 70-ე წუთზე კვერნაძემ დუბლი შეასრულა, ამჯერად ასისტენტი ფიფია იყო, რომელმაც კარგი გადაცემა გაუკეთა “ტორპედოს” ფორვარდს, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ შესრულებაც ჩინებული იყო.

2:0-ის შემდეგ მასპინძლებმა თამაში მოგებულად ჩათვალეს და მათ შეტევებს ისეთი სიმწვავე არ ჰქონდა, რაც კარგად გამოიყენეს გურულებმა. პირველი “საჩუქარი” “გურიას” ბონდარენკომ გაუკეთა, როცა მეგრელიშვილის ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში 2:1 გახადა.

გოლის გაშვების შემდეგ გურულებმა დარჩენილი ძალები მოიკრიბეს და გაორმაგებული ენერგიით შეუტიეს მასპინძლებს, ერთ-ერთი ასეთი შეტევის დროს ქუთათურთა კონტრიერიში გამოეპარათ და კვერნაძეს შეცვლაზე შესული გელაშვილის პასი რომ გამოეყენებინა, ჰეთთრიკსაც შეასრულებდა, მაგრამ მისი დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

78-ე წუთზე კი ისევ მეგრელიშვილი აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში, თუ პირველ შემთხვევაში საკუთარ კარში გაატანინა ბონდარენკოს, ამ ეპიზოდში მისი ჩაწოდებული ბურთი ჩადუნელს მოხვდა ხელში და მატჩის მთავარი არბიტრმა თერთმეტმეტრიანი ნიშნულისკენ გაიშვირა ხელი. პენალტი შალამბერიძემ შეასრულა უზადოდ, მან მარცხენა დაბალ კუთხეში გაუტანა თებიძეს და ანგარიში 2:2 გახდა.

მეორე გოლის გაშვების შემდეგ “ტორპედომ” მთელი ძალებით შეუტია, ჯერ ბაბუნაშვილის ჩაწოდებულ ჯარიმას შეიძლება მოჰყოლოდა ხიფათი, მომდევნო ეპიზოდში კი შეცვლაზე შესული ტუღუში ცდილობდა გოლის გატანას, მაგრამ სტუმრებმა დაცვაში უშეცდომოდ ითამაშეს და საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.

ტორპედო” (ქუთაისი) – “გურია” (ლანჩხუთი) 2:2 (1:0)

ქუთაისი. ცენტრალური. 19 ოქტომბერი. 500 მაყურებელი

“ტორპედო”: თებიძე, ტაბატაძე, თოდუა, აბრამიძე, ბონდარენკო, ჩადუნელი, დრევალი (ტუღუში 85), ჩაკვეტაძე, ჩიკვილაძე (გელაშვილი 66), ფიფია (ბაბუნაშვილი 66), კვერნაძე.

მთავარი მწვრთნელი: რევაზ ძოძუაშვილი

გურია”: ზუხბაია, ჟვანია, გოგიაშვილი, ჭეიშვილი, მეგრელიშვილი, კოშკაძე, მიქაბერიძე, შალამბერიძე, გაბრიჩიძე (ჯიშკარიანი 76), ჯოჯუა (ინგოროყვა 83), კვერენჩხილაძე (ლომია 68)

მთავარი მწვრთნელი: თემურ ლორია

გოლები: 1:0, 2:0 კვერნაძე (34, 70), 2:1 ბონდარენკო (72, საკ. კარში), 2:2 შალამბერიძე (79 პენ).

გაფრთხილება: ჭეიშვილი (53), ჯოჯუა (56)

მთავარი მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი

19 ოქტომბერი

კოლხეთი (ფოთი) – შუქურა (ქობულეთი) 2:2 (2:2)

გოლები: 0:1 გიორგი ჩელებაძე (9), 1:1 დათა სიჭინავა (11), 2:1 ლევან კაკულია (13), 2:2 ლევან კუტალია (39)

დილა (გორი) – ზესტაფონი 2:2 (0:1)

გოლები: 0:1 ჯაბა დვალი (20), 1:1 გიორგი ხიდეშელი (60, საკუთარ კარში), 2:1 ირაკლი მოდებაძე (70), 2:2 ჯაბა დვალი (90+2, პენალტით)

სპარტაკი (ცხინვალი) – ჩიხურა (საჩხერე) 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 გიორგი კორიფაძე (10), 1:1, 2:1 ირაკლი ლექვთაძეE(85, 87)

დინამო (ბათუმი) – ზუგდიდი 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 დიმიტრი ტატანაშვილი (45), 2:0 ვალრიან თევდორაძე (79, პენალტით)

18 ოქტომბერი

მეტალურგი (რუსთავი) – სამტრედია 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 თორნიკე გორგიაშვილი (34), 1:1 ირაკლი სიხარულიძე (62)

მერანი (მარტვილი) – სიონი (ბოლნისი) 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 პაპუნა ფონიავა (34), 2:0 დათა ციცხვაია (58)

გაძევება: ლექსო ინწკირველი (3)

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – დინამო (თბილისი) 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ჩისკო (37)

1. დინამო (თბილისი) 9 6 2 1 15:6 20
2. სამტრედია 9 5 2 2 11:7 17
3. სპარტაკი 9 5 2 2 9:8 17
4. დილა 9 4 3 2 14:6 15
5. ტორპედო 9 3 5 1 10:7 14
6. მეტალურგი 9 3 4 2 11:9 13
7. ჩიხურა 9 4 1 4 10:10 13
8. დინამო (ბათუმი) 9 4 1 4 10:10 13
9. მერანი 9 3 2 4 8:8 11
10. გურია 9 2 5 2 9:15 11
11. ზესტაფონი 9 2 4 3 18:13 10
12. ვიტ-ჯორჯია 9 3 1 5 9:9 10
13. კოლხეთი 9 2 3 4 9:13 9
14. სიონი 9 2 2 5 9:15 8
15. შუქურა 9 1 5 3 7:14 8
16. ზუგდიდი 9 0 4 5 4:13 4

მეგოლეები:

6 - ირაკლი მოდებაძე (დილა), ჯაბა დვალი (ზესტაფონი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო)

4- შოთა ლომია (ზუგდიდი)

3 - დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი, გიორგი ჩელებაძე (დინამო ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი, ნიკოლოზ საბანაძე, ჩისკო (დინამო თბილისი), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ვარლამ კილასონია, ირაკლი სიხარულიძე (მეტალურგი), თეიმურაზ ღონღაძე (ჩიხურა), დათა ციცხვაია (მერანი), დათა სიჭინავა (კოლხეთი)

შენიშვნა:უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

0.489083