ფეხბურთი

20:22 | 19.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნულის მე-9 ტური: კვირას ხუთიდან სამი 2:2

დღეს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-9 ტურის ხუთი შეხვედრა გაიმართა, რომელთაგანაც სამი – 2:2 დამთავრდა. დაფიქსირდა სამი დუბლი და ორი ავტოგოლი.

გვიან მატჩში “ტორპედომ” “გურიას” უმასპინძლა და მე-60 წუთამდე ოთარ კვერნაძის გოლებით უგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. ჯერ ვალერი ბონდარენკომ შეაგდო თავის კარში, შემდეგ კი ლანჩხუთელმა კობა შალამბერიძემ ზუსტად გარდასახა თერთმეტმეტრიანი.

დრამატული გამოდგა მატჩი გორში, სადაც “დილა” “ზესტაფონს” მასპინძლობდა. თავიდან სტუმრები იგებდნენ, მაგრამ მერე გორელებმა იძალეს და წინ გავიდნენ, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე “დილას”კარში პენალტი დაინიშნა, ჯაბა დვალმა ზუსტად დაარტყა და- 2:2. დვალმა დუბლი მიითვალა და ბომბარდირთა დავაში ირაკლი მოდებაძეს დაეწია, რომელმაც თავის მხრივ, ერთი გოლით გამოიჩინა თავი. ამდენივე გოლი მოუგროვდა კიდევ ერთი დუბლის ავტორს - ოთარ კვერნაძეს.

საინტერესო იყო “სპარტაკი”-“ჩიხურას” მატჩი. ზემოიმერლები გიორგი კორიფაძის ადრეული გოლით დაწინაურდნენ და ასე გაგრძელდა კარგა ხანს, მაგრამ ბოლოსკენ ორი წუთის ინტერვალში ირაკლი ლექვთაძემ დუბლი შეასრულა და ცხინვალელებს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა. ახლა კახა კაჭარავას გუნდი “სამტრედიასთან” მე-2-3 ადგილებს იყოფს და ლიდერ “დინამოს” ოდენ სამი ქულით ჩამორჩება. არადა, შარშან გავარდნას ძლივს გადაურჩნენ.

“კოლხეთი” “შუქურას” დაუზავდა, ხოლო “ზუგდიდი” კვლავაც მოუგებელია.

19 ოქტომბერი

კოლხეთი (ფოთი) – შუქურა (ქობულეთი) 2:2 (2:2)

გოლები: 0:1 გიორგი ჩელებაძე (9), 1:1 დათა სიჭინავა (11), 2:1 ლევან კაკულია (13), 2:2 ლევან კუტალია (39)

დილა (გორი) – ზესტაფონი 2:2 (0:1)

გოლები: 0:1 ჯაბა დვალი (20), 1:1 გიორგი ხიდეშელი (60, საკუთარ კარში), 2:1 ირაკლი მოდებაძე (70), 2:2 ჯაბა დვალი (90+2, პენალტით)

სპარტაკი (ცხინვალი) – ჩიხურა (საჩხერე) 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 გიორგი კორიფაძე (10), 1:1, 2:1 ირაკლი ლექვთაძეE(85, 87)

დინამო (ბათუმი) – ზუგდიდი 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 დიმიტრი ტატანაშვილი (45), 2:0 ვალრიან თევდორაძე (79, პენალტით)

ტორპედო (ქუთაისი) – გურია (ლანჩხუთი) 2:2 (1:0)

გოლები: 1:0, 2:0 ოთარ კვერნაძე (34, 61), 2:1 ვალერი ბონდარენკო (62, საკუთარ კარში), 2:2 კობა შალამბერიძე (80, პენალტით)

18 ოქტომბერი

მეტალურგი (რუსთავი) – სამტრედია 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 თორნიკე გორგიაშვილი (34), 1:1 ირაკლი სიხარულიძე (62)

მერანი (მარტვილი) – სიონი (ბოლნისი) 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 პაპუნა ფონიავა (34), 2:0 დათა ციცხვაია (58)

გაძევება: ლექსო ინწკირველი (3)

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – დინამო (თბილისი) 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ჩისკო (37)

1. დინამო (თბილისი) 9 6 2 1 15:6 20
2. სამტრედია 9 5 2 2 11:7 17
3. სპარტაკი 9 5 2 2 9:8 17
4. დილა 9 4 3 2 14:6 15
5. ტორპედო 9 3 5 1 10:7 14
6. მეტალურგი 9 3 4 2 11:9 13
7. ჩიხურა 9 4 1 4 10:10 13
8. დინამო (ბათუმი) 9 4 1 4 10:10 13
9. მერანი 9 3 2 4 8:8 11
10. გურია 9 2 5 2 9:15 11
11. ზესტაფონი 9 2 4 3 18:13 10
12. ვიტ-ჯორჯია 9 3 1 5 9:9 10
13. კოლხეთი 9 2 3 4 9:13 9
14. სიონი 9 2 2 5 9:15 8
15. შუქურა 9 1 5 3 7:14 8
16. ზუგდიდი 9 0 4 5 4:13 4

მეგოლეები:

6 - ირაკლი მოდებაძე (დილა), ჯაბა დვალი (ზესტაფონი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო)

4- შოთა ლომია (ზუგდიდი)

3 - დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი, გიორგი ჩელებაძე (დინამო ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი, ნიკოლოზ საბანაძე, ჩისკო (დინამო თბილისი), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ვარლამ კილასონია, ირაკლი სიხარულიძე (მეტალურგი), თეიმურაზ ღონღაძე (ჩიხურა), დათა ციცხვაია (მერანი), დათა სიჭინავა (კოლხეთი)

შენიშვნა:უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

0.124131