ფეხბურთი

15:20 | 19.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერ იუნაიტედი” “ტორინოს” მცველით დაინტერესდა

“მანჩესტერი” “ტორინოს” მცველით მატეო დარმიანით დაინტერესდა. როგორც Sunday Mirror იუწყება, ინგლისური კლუბი იტალიელი მცველის გადაბირებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ეცდება.

24 წლის იტალიელი მცველი “ტორინოში” 2011 წლიდან თამაშობს, სადაც 101 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გაიტანა. მატეოს პირველი პროფესიული კლუბი “მილანი” იყო (ეს 2006 წელს მოხდა), სადაც მან მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა.

მიმდინარე სეზონში იტალიელმა ტურინულ კლუბში 11 მატჩი გამართა და ერთი გოლი გაიტანა.

წლეულს იტალიის ეროვნულ ნაკრებში დარმიანის დებიუტიც შედგა. მატეომ ნაკრებში 8 თამაში მიითვალა.

მატეო დარმიანის მომენტები

- https://www.youtube.com/watch?v=HJL_kYf83aI

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.133291