მადრიდის „რეალის“ შტაბში მომუშავე ემილიო ბუტრაგენიო თვლის, რომ გერმანელ ნახევარმცველ სამი ხედირას კლუბისთვის მომავალშიც შეუძლია სარგებლის მოტანა.
ხედირაზე ბუტრაგენიომ ესპანურ მედიასთან ისაუბრა პრიმერადივიზიონის ბოლო ტურის მატჩის შემდეგ, რომელშიც „რეალმა“ „ლევანტე“ 5:0 გაანადგურა.
„ვნახოთ გავახაგრძლივებთ თუ არა კონტრაქტს ხედირასთან. იმის თქმა დანამდვილებით შემიძლია, რომ მას ჩვენი კლუბისთვის მომავალშიც შეუძლია დიდი სარგებლის მოტანა“ - განაცხადა ბუტრაგენიომ.
ხედირა „შტუტგარტიდან“ „რეალში“, 2010 წლის ზაფხულში მაღალ დონეზე ჩატარებული მუნდიალის შემდეგ გადავიდა. თუმცა, გუნდში ლუკა მოდრიჩის მისვლის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. მის სახელს ბოლო პერიოდში ლონდონის „არსენალს“ უკავშირებენ.
გიორგი მელქაძე