ფეხბურთი

11:24 | 19.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო კოსტა “მარიბორთან” ვერ ითამაშებს

ლონდონის “ჩელსის” თავკაცი ჟოზე მოურინიო ცდილობს, რომ გუნდის ფორვარდ დიეგო კოსტას ჯანმრთელებოსათან დაკავშირებულ პრობლემებზე იუმორით ისაუბროს.

The Telegraph-ის ცნობით, ბრზაილიური წარმოშობის ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი, ფეხის ტრავმის გამო მოედანს 3 კვირით ჩამოშორდა. პორტუგალიელმა მწვრთნელმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა, თუმცა მისი მონაწილეობა ჩემპიონთა ლიგის მატჩში “მარიბორის” წინააღმდეგ კატეგორიულად გამორიცხა. ამასთან, მოურინიო ბრაზობს ესპანეთის ნაკრების ხელმძღვანელობაზე, რომლებმაც კოსტა აქტიურად გამოიყენეს სანაკრებო შეხვედრებში და შედეგად, 26 წლის მოთამაშეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნა.

“შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ “არსენალთან” მატჩის შემდეგ ის ნაკრებში გაემგზავრამ, რომლის შემადგენლობაშიც წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა სლოვაკეთთან და ლუქსემბურგთან. შედეგად, ახლა ის ისეთ მდგომარეობაშია, რომ “ჩელსის” შემადგენლობაში ვეღარ ითამაშებს. რატომ უნდა ვესაუბრო ესპანეთის ნაკრების ექიმებს? რისთვის დავხარჯო დარეკვის ფული? საშიში არაფერია, ვფიქრობ, ნოემბრის შუა რიცხვებისთვის კოსტა კვლავ საუკეთესო ფორმაში იქნება, რათა ისევ დაეხმაროს ესპანეთის ნაკრებს და ის მხოლოდ მაშინ ითამაშებს ჩემს გუნდში, როდესაც ნაკრებში არ იქნება დაკავებული” - ირონიულად განაცხადა მოურინიომ.

0.117214