ფეხბურთი

4:41 | 19.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკემ “ეიბარი” შეაქო

კატალონიური “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე ჟურნალისტებს შეხვდა და “ეიბართან” მოგებულ (3:0) შეხვედრაზე ისაუბრა. 44 წლის სპეციალისტმა მეტოქე გუნდი შეაქო და სხვა რამდენიმე საკითხს შეეხო.

“ვფიქრობ, რომ “ეიბარმა” ძალიან კარგად ითამაშა. ეს არის კლუბი, რომელსაც საკმაოდ კარგი მწვრთნელი და მოთამაშეები ჰყავს, რომლებიც არიან გაბედულები, მამაცები და მშრომელები. ისინი ლა ლიგაში პირველად იმყოფებიან და აქვთ იმის პოტენციალი, რომ ისტორიული სეზონი კარგად ჩაატარონ.

მიქმნის თუ არა ხავის კარგი თამაში შემადგენლობის არჩევისას პრობლემას? პირიქით, ეს სასიამოვნოა პრობლემაა, რაც მწვრთნელს სჭირდება. ხავი კი, უმნიშვნელოვანესი ფიგურაა ჩვენთვის.

მიხარია, რომ კარი ისევ მშრალად შევინახეთ. ასევე, მინდა ავღნიშნო მასკერანოს კარგი თამაში ნახევარდაცვაში. მის ადგილს დაცვაში მოვიაზრდებდი, მაგრამ როგორც დავრწმუნდი, ის ნახევარდაცვაშიც ძალიან სასარგებლოა.

წინ “აიაქსთან” შეხვედრა გვაქვს და მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს ამ მატჩისთვის. იქამდე კი, ცოტა დასვენება შეგვიძლია”, - განაცხადა “ბლაუგრანას” დამრიგებელმა.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონატს 8 ტურის შემდეგ 22 ქულით უდგას სათავეში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112362