სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი, უკანახაზელი, მერაბ ბოქოლიშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელ “მგზავრები-არმიაში” ჩაირიცხა.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “მგზავრები-არმიას” პრეზიდენტმა ირაკლი სანიძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ბოქოლიშვილი რამდენჯერმე იყო საქათველოს ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატი. რამდენიმე წელი უცხოეთში, კონკრეტულად კი იტალიაში, თამაშობდა. ბოლო, 2013-14 წლების, საკალათბურთო სეზონი კი სუპერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ, ქვეყნის ექს ჩემპიონ “შსს აკადემიაში” გაატარა.