კალათბურთი

2:04 | 15.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ცსკა-მ “ლიმოჟი” ბოლო მეოთხედში გაანადგურა

მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა და ესპანური “ბარსელონა” – აი, ის 2 გუნდი, რომლებიც ევროლიგის 5 ტურის თავზე თავიანთ ჯგუფებში ქულათა მაქსიმუმით ლიდერობენ.

მოსკოველები საფრანგეთში “ლიმოჟს” ესტუმრნენ და 3 მეოთხედის თავზე 59:71 მარცხდებოდნენ, თუმცა, დასკვნით ათწუთეულში მასპინძლებს 86:76 მოუგეს.

ქართველი მცველი ისევ ტრავმირებულია და “არმიელებს” საფრანგეთში არ გაჰყოლია. მის არყოფნაში, სტუმართაგან საუკეთესონი ვიმსი (18), ტეოდოსიჩი (16), დე კოლო (13), კორობკოვი (12) და კაუნი (10) იყვნენ.

ცსკა-ს B ჯგუფში პირველი ადგილი უკავია და უახლოეს კონკურენტებს – ესპანურ “უნიკახას” და ებრაულ “მაკაბის” უკვე 2-2 მოგებით უსწრებს.

რუსული გრანდი ევროლიგაში მომდევნო მატჩს 20 ნოემბერს, შინ, გერმანულ “ალბასთან” ჩაატარებს, 17-ში კი, ევროლიგის ეგიდით, რიგის ვეფ-ს ესტუმრება.

0.117745