“ვესტ ბრომვიჩთან” გასამართი შეხვედრის წინ ჰოლანდიელმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა “მანჩესტერზე” ისაუბრა.
“მჯერა საკუთარი ფეხბურთელების და ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ფეხბურთელებს ჰქონდეთ მწვრთნელებისადმი ნდობა”, – განაცხადა მწვრთნელმა.
“სეზონის სტარტზე მეორე გუნდიდან ფეხბურთელების დამატება არ მიწევს, რაც ვფიქრობ მნიშვნელოვანია. ამასთან ჩვენ მხოლოდ 4 ფეხბურთელი გვყავს ლაზარეთში, რაც ნაკლებ პრობლემას გვიქმნის.
გუნდს სჭირდება დაბალანსება. ძალიან მომწონს შემტევი სტილით თამაში, თუმცა დაცვის სიძლიერის გარეშე წარმატება ძნელად მოდის”, - დაასრულა ვან გაალმა.
პრემიერლიგაში მეოთხე ადგილზე მყოფი “მანჩესტერი” ორშაბათს ალან ირვინის გუნდს სტუმრად ეთამაშება.