დევიდ მოიესმა “ბი-ბი-სი-სთან” საუბარში “მანჩესტერიდან” წასვლის მიზეზზე ისაუბრა. შოტლანდიელი ფიქრობს, რომ ინგლისურ გრანდში ახალი გუნდის შექმნის საშუალება არ მიეცა. მოიესი მომავალსაც შეეხო.
“დამჭირდა დრო რწმენის დასაბრუნებლად. ამ ეტაპზე კონკრეტულის თქმა არ შემიძლია, თუმცა მზად ვარ დავუბრუნდე სამწვრთნელო საქმიანობას. კლუბში არ იყო ჯანსაღი გარემო შექმნილი. ვგულისხმობ ახალი გუნდის აშენების პროცესს. მანჩესტერში შანსი არ მომცეს და ამბიციის დაკმაყოფილება ვერ მოვახერხე.
“ევერტონში” მუშაობის დროს შევიძინეთ ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებმაც თავის კარგად წარმოჩენა მოახერხეს. ამიტომ, ვფიქრობ, ახალგაზრდა მოთამაშეებთან მუშაობა შემიძლია და მათ კარგად ვიცნობ, თუმცა “იუნაიტედი” სხვა გზით მიდიოდა და შანსი არ მომეცა” – განაცხადა შოტლანდიელმა.