პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი დაასახელა.
ორივე ნომინაციაში გამარჯვებული “საუთჰემპტონიდანაა”. თვის საუკეთესო მოთამაშე გრაციანო პელე გახდა, ხოლო დამრიგებელი რონალდ კუმანი.
სექტემბერში “საუთჰემპტონმა” სამი შეხვედრა ჩაატარა და სამივეში გამარჯვებული გამოვიდა. “წმინდანებმა” გასულ თვეში “ნიუკასლი” (4:0), “სუონსი” (1:0) და “ქუინზ პარკ რეინჯერსი” (2:1) დაამარცხეს. გრაციანო პელემ “კაჭკაჭებს” ორი გოლი გაუტანა, ხოლო ქპრ-ს ერთი.
მთლიანობაში 7 ტურის შემდეგ, “საუთჰემპტონი” 13 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს.