“ოკლაჰომას” ფორვარდმა კევინ დურანტმა მარჯვენა ფეხზე ოპერაცია გაიკეთა – აღნიშნულ ინფორმაციას NBA-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. დურანტს აღდგენისთვის მინიმუმ 6 კვირა დასჭირდება.
ექიმის დიაგნოზის მიხედვით, დურანტს მარჯვენა ფეხის ტერფის ძვალი ჰქონდა გატეხილი. კევინმა ტრავმა გასულ კვირას მიიღო. ფორვარდი გამოტოვებს NBA-ს რეგულარული სეზონის დასაწყისს, რომელიც 28 ოქტომბერს იწყება.