კალათბურთი

1:12 | 17.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძის “უნიქსი” სტამბულში დამარცხდა

ვიქტორ სანიკიძის “უნიქსმა” ევროლიგის გათამაშება სტამბულში გახსნა, სადაც “ეფესს” გაეჯიბრა და 76:82 დამარცხდა.

ქართველი კალათბურთელი ყაზანელთა სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 14:07 წუთში კი 7 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა.

სანიკიძემ 2-ვე ორქულიანი და 1 სამქულიანი ჩააგდო, 2-ვე საჯარიმო ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

სარგებლიანობის კოეფიციენტის (9) მიხედვით, ვიქტორი მხოლოდ ამერიკელებს კეიტ ლენგფორდს და ჯეიმს უაიტს ჩამორჩა. პირველმა 19 ქულა მოაგროვა, მეორემ კი – 13 ქულა და 10 მოხსნა.

“უნიქსი” ევროლიგის მე-2 ტურის მატჩს 24 ოქტომბერს შინ მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ ჩაატარებს, დღეს კი, მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა ბერლინში ალბას ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.107921