ფეხბურთი

21:11 | 16.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნეგრედო სათამაშოდ მზადაა

“ვალენსიას” თავდამსხმელი, ალვარო ნეგრედო მძიმე ტრავმის შემდეგ მოედანს უბრუნდება.

29 წლის ფორვარდს, “ღამურების” ექიმებმა თამაშის ნებართვა მისცეს და უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს. ალვაროს დებიუტი კვირას, “დეპორტივოს” წინააღმდეგ უნდა შედგეს.

შეგახსენებთ, რომ ნეგრედო “ვალენსიაში” არენდით თამაშობს. მისი სატრანსფერო უფლებები “მანჩესტერ სიტის” ეკუთვნის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112534