უნგრეთის ლიგის თასის შეხვედრაში “დიორ ეტოს” ქართველმა ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ სამი გოლი გაიტანა. D ჯგუფის მატჩში “ჩაკვარისთან” გასვლით მატჩში 21 წლის ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მატჩის მიწურულს შეცვალეს.
ქვილითაიამ 27-ე, 61-ე და 75-ე წუთებზე გაიტანა და გუნდს წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
გიორგი ქვილითაია საფეხბურთო სამყარომ 2012 წელს გაიცნო. “სასკოს” შემადგენლობაში ფორვარდმა პირველი ლიგის 16 მატჩში 22 გოლი გაიტანა.
2012-13 წლის სეზონის პირველი ნახევრის შემდეგ თენგიზ კაციას გუნდი დატოვა და “დიორ ეტოში” გადავიდა. გასული სეზონი გორის “დილაში” გაატარა, ხოლო ზაფხულში უნგრულ კლუბში დაბრუნდა.
https://www.youtube.com/watch?v=A20Yr7wilnw