საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და ტურნირის “იუვენტუსის” ახალგაზრდა ნახევარმცველი პოლ პოგბა მზადაა ბევრი იმუშაოს, რათა ამბიციურ მიზანს მიაღწიოს.
გუშინ 21 წლის ფეხბურთელს ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო თასზე ნაჩვენები კარგი თამაშისთვის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის განკუთვნილი პრიზი გადასცეს.
“ეს ჯილდო ძლიერ მეამაყება. მსოფლიო თასზე გამოსვლა ჩემთვის უდიდესი პატივია. ძნელია იმის წინასწარმეტყველება, თუ რა მოხდება მომავალში, მაგრამ მაქსიმუმს გავიღებ და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჯილდოების რაოდენობა მუდმივად იზრდებოდეს. ვაგრძელებ საკუთარ თავზე მუშაობას, მზად ვარ ყველა სირთულე გადავლახო, რადგან ჩემი მიზანი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობაა” - თქვა პოგბამ.