კალათბურთი

21:26 | 15.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტუღუშმა “არმიადან” ექიმიც წაიყვანა

სუპერლიგის მონაწილე, ბრინჯაოს მედლის მქონე “არმიას” აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა, საქართველოს ექსჩემპიონ “შსს აკადემიაში” მთავარ მწვრთნელად გადასვლის შემდეგ, “არმიადან” გუნდის ექიმი თემურ ხვედელიძეც თან წაიყვანა.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” თავად ტუღუშმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ტუღუში და ხვედელიძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც ერთად მუშაობენ. სადაც კოტე ნაკრების მთავარი მწვრთნელის იგორ კოკოშკოვის ერთ-ერთი თანაშემწეა, ხოლო თემური ექიმად მუშაობს.

0.113575