ფეხბურთი

14:09 | 15.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ონილი: "ჩვენ არასდროს ვნებდებით"

ირლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ონილმა ევრო-2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე გერმანიასთან სტუმრად ფრედ (1:1) დამთავრებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა.

"მსოფლიო ჩემპიონთან სტუმრად ნაჩვენები შედეგი დიდებული გახლდათ. მეორე ნომრად თამაში რომ მოგვიწევდა, მატჩამდეც ვიცოდით. პირველი ნახევარი კარგად ჩავატარეთ, მეორე ტაიმში კი გოლი გავუშვით. მიუხედავად ზეწოლისა, მაინც ვაგებდით და შევეცადეთ გაგვეთანაბრებინა ანგარიში. ცდამ შედეგი გამოიღო, ეს გოლი ფანტასტიკური ძალისხმევის ნაყოფი იყო. ჩვენ არასდროს ვნებდებით და განვლილ მატჩში ჩემი ფეხბურთელების ასპარეზობით კმაყოფილი ვარ." - განაცხადა ჩრდილოირლანდიელმა სპეციალისტმა.

ონილის შეგირდები 14 ნოემბერს ევროშესარჩევის მეოთხე ტურის მატჩში შოტლანდიას სტუმრად დაუპირისპირდებიან. გორდონ სტრაჩანის გუნდს 4 ქულა აქვს და მოგების შემთხვევაში შოტლანდია ირლანდიას ქულებით გაუთანაბრდება.

0.062108