გვიან ღამით ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსი” მორიგ წინასასეზონო მატჩს ჩაატარებს, მეტოქედ კი ლებრონ ჯეიმსის “კლივლენდ კავალიერსი” ეყოლება, თუმცა, თავად “მეფე ლებრონი” ამ თამაშში მონაწილეობას არ მიიღებს.
როგორც ირკვევა, ჯეიმსი მატჩს დაღლილობის გამო გამოტოვებს, თუმცა, სეზონის დაწყებამდე მან გადატვირთვა სად მოასწრო, ძნელი სათქმელია.
მომავალი თამაში კლივლენდში თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება და იმასაც დავძენთ, რომ მილუოკელთათვის ეს მე-4 საგამოფენო მატჩი იქნება. აქამდე, “ბაქსის” აქტივში ერთადერთი მოგებაა.