კალათბურთი

21:44 | 14.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბუბა ბერიშვილის თანაშემწედ დიმა ჟაკობოვი დაინიშნა

სუპერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდის "მგზავრები-არმიას" მთავარი მწვრთნელის ბუბა (ანატოლი) ბერიშვილის თანაშემწედ დიმა ჟაკობოვი დაინიშნა.

ამის შესახებ "მსოფლიო სპორტს" "მგზავრები-არმიას" პრეზიდენტმა, ვეტერანმა კალათბურთელმა ირაკლი შანიძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ახალი სეზონის დაწყების წინ "არმიას" დეველოპერულ კომპანია "მგზავრების" სახით სერიოზული სპონსორი გამოუჩნდა, სახელიც ამიტომ შეეცვალა და ამიერიდან "მგზავრები-არმიას" სახელით იასპარეზებს. მართალია გუნდი ვარჯიშობს, მაგრამ ის ჯერ ახალგაზრდა კალათბურთელებით ემზადება და შემადგენლობის დაკომპლექტება გრძელება.

0.114662