ფეხბურთი

14:55 | 14.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარტინ ონილი: “შევუტევთ და თამაშისგან ვისიამოვნებთ”

ირლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების დამრიგებლის მარტინ ონილის აზრით, მსოფლიო ჩემპიონთან სტუმრად თამაში სასიამოვნოა და ნებისმიერი ფეხბურთელი გერმანისთან შეხვედრით შეშინებული კი არა, მოტივირებული უნდა იყოს.

“ჩემი აზრით, ეს რეალური შესაძლებლობაა, რომ ნებისმიერმა ფეხბურთელმა საკუთარი თავი წარმოაჩინოს. აქ ყოფნა გვიხარია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ყოფნა, არამედ, სანახაობის ჩვენებაა.

ეს საუკეთესო საბაბია, არა მხოლოდ ახალგაზრდა, არამედ გამოცდილი ფეხბურთელებისთვის, რომელთაც დაპირისპირება ზოგიერთ ფანტასტიკურ მოთამაშესთან მოუწევთ. ამან, კარგი გაგებით უნდა აგაღელვოს.

თუ საკუთარ კარს მივეჯაჭვებით, გერმანია ბოლოს და ბოლოს გოლს გაგვიტანს. გვსურს, რომ შევუტიოთ და თამაშისგან ვისიამოვნოთ” – ციტირებს theguardian.com-ი ირლანდიელთა თავკაცს, რომლის შეგირდები 14 ოქტომბერს გერმანელებს სტუმრად დაუპირისპირდებიან.

0.114486