შოტლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის გორდონ სტრაჩანის აზრით, ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში D ჯგუფი ყველაზე რთულია.
“პირველ ყოვლისა, ადამ ნავალკას, მის სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელებს მართლაც საუცხოო შედეგს ვულოცავ. ეს პოლონური ფეხბურთისთვის და მოთამაშეებისთვის ფანტასტიკური შედეგი იყო.
ჩემი აზრით, ეს ჯგუფი ყველაზე რთულია, რასაც საწყის ორ რაუნდში ჩატარებული მატჩები მეტყველებს. ფანტასტიკური ჯგუფია, რომელშიც აღზევება და დაცემა ბოლო ტურამდე გაგრძელდება.
პოლონეთის მსგავსად ჩვენს ფინალურ ეტაპზე თამაში გვსურს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვითამაშოთ ფეხბურთი, როგორიც გასულ შაბათს მოვახერხეთ და კარგი სანახაობა ვაჩვენოთ” – იუწყება dailystar.co.uk-ი სტრაჩანის სიტყვებს, რომლის გაწვრთნილები 14 ოქტომბერს ჯგუფის ლიდერ პოლონელებს უმასპინძლებენ.