სოფო შაფათავამ ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) წყვილთა შეჯიბრის ფინალში მარცხი განიცადა.
ქართველი ჩოგბურთელი რუს ოლგა დოროშინასთან ერთად ასპარეზობდა. ამ წყვილმა, რომელსაც მე-3 განთესვა გააჩნდა, ფინალამდე 3 მატჩი მოიგო, გადამწყვეტი შეხვედრა კი მე-2 განთესვის მქონე დუეტთან (კრემენი-მაროზავა) 3:6, 4:6 დათმო.
შეგახსენებთ, რომ ერთეულთა ტურნირზე პირველი რეიტინგის მქონე შაფათავა საწყის რაუნდში ბელარუს სვიატლანა პირაჟენკასთან 4:6, 3:6 დამარცხდა.