ლონდონის "ჩელსის" მეკარემ პიტერ ჩეხმა განაცხადა, რომ თუ კლუბს მისი შენარჩუნება სურს, იგი არსად წავა. ბოლო დროს ჩეხი კიპერის გარშემო უამრავი ცნობა ვრცელდება - ჩეხი ფეხბურთელით ბევრი კლუბი ინტერესდება.
"ჩემი მომავალი “ჩელსიზეა” დამოკიდებული. ყველას აინტერესებს მომავალში რას გავაკეთებ. კლუბთან კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ორი წელია დარჩენილი. თუ კლუბი დარჩენას შემომთავაზებს, დავრჩები და კარიერას კვლავ "ჩელსიში" განვაგრძობ," - განაცხადა ჩეხიმ.
32 წლის მეკარეს "ჩელსისთან" კონტრაქტი 2015/16 წლების სეზონის ბოლომდე აკავშირებს. ცნობები მისი გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც კლუბმა ბელგიელი მეკარე ტიბო კურტუა მადრიდის "ატლეტიკოდან" დააბრუნა და ჩეხ გოლკიპერს სათამაშო დრო მოაკლდა.