გამოძიების ფედერალური ბიურო მზადაა უფრო დიდი ძალები გამოყოს ფიფაში არსებული კორუფციული სქემის გამოძიების კუთხით.
ფიფამ გამოაქვეყნა ყოფილი ამერიკელი პროკურორის მაიკლ გარსიას მოხსენება ორგანიზაციაში არსებულ კორუფციულ სქემასთან დაკავშირებული გამოძიების შესახებ, რომელიც 2018 და 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნების გამოვლენას ეხებოდა. მოხსენებაში ის პასუხისმგებლობას იხსნიდა და ასევე ამართლებდა რუსეთს და ყატარს. მალევე, ამ ფაქტს თავად გარსია გამოეხმაურა, უკმაყოფილება გამოთქვა მოხსენების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით და დაამატა, რომ ფიფას მიერ გამოქვეყნებული ტექსტი სრულად არ შეესაბამებოდა მის მიერ დაწერილ მოხსენებას.
CNN-ის ცნობით, გამოძიების ეროვნული ბიურო ახლა უფრო დაწვრილებით აპირებს ფიფას საქმის შესწავლას. გამოძიება უკვე სამი წელიწადია გრძელდება და აგენტები გეგმავენ, რომ გარსიას მოხსენებასთან სრული წვდომის უფლება მოიპოვონ. გამოძიების მსვლელობისას ისინი ასევე გეგმავენ, რომ ითანამშრომლონ ფიფას ყოფილ მაღალჩინოსნებთან და მათგან მიიღონ დოკუმენტები და ჩანაწერები, რომლებიც კოლეგებთან შეხვედრის დეტალებს ასახავენ.