ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ უეფა გააკრიტიკა სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობის წესის გაუქმების გამო.
როგორც მან თქვა, „ინტერმა“ სტუმრად 3 გოლი გაიტანა, მაგრამ სახლში უპირატესობა მაინც არ ექნება, რაც სამართლიანი არაა:
„ვიცი, რომ დიდი ხანია ასეა და უნდა შევეგუოთ, მაგრამ კამერის მიღმა ჯეიმი კარაგერს ვესაუბრებოდი და ვუთხარი: „როგორ შეიძლება სტუმრად სამი გოლი გაიტანო და უპირატესობა არ გქონდეს?
ჩემი აზრით, სტუმრად გატანილი გოლები ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ახლა, სტუმრად სამ გოლს თუ გაიტან, სახლში 0:0-ის უპირატესობა მაინც არ გაქვს“, - თქვა ანრიმ.
შეგახსენებთ, რომ უეფამ სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობის წესი 2021 წელს გააუქმა და მას შემდეგ სტუმრად გატანილი გოლების რაოდენობას ორი მატჩის ჯამში თანაფარდობის შემთხვევაში მნიშვნელობა აღარ აქვს.