ფეხბურთი

19:25 | 1.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

იამალს 17 წლის ასაკში 55 საგოლე მოქმედება აქვს, რონალდუს - ცხრა, მესის - ერთი

17 წლის „ბარსელონას“ გარემარბმა ლამინ იამალმა პროფესიულ კარიერაში მე-100 მატჩი ჩაატარა. საიუბილეო თამაში უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალს დაემთხვა „ინტერთან“ (3:3). მასში ესპანელმა ერთი გოლი გაიტანა. Sky Sports-მა იამალის 17 წლის ასაკში სტატისტიკა შეადარა მადრიდის „რეალისა“ და „ბარსელონას“ გასული წლების თავდამსხმელების, კრიშტიანუ რონალდუს და ლიონელ მესის მაჩვენებლებს.

წყაროს ცნობით, ლამინ იამალს 100 პროფესიულ მატჩში 22 გოლი და 33 საგოლე გადაცემა აქვს. კრიშტიანუ რონალდუმ 17 წლის ასაკამდე ზრდასრულთა ფეხბურთში 19 თამაში ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. მესიმ, 17 წლის ასაკში, ცხრა თამაში ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065911
სარეკლამო ადგილი - 99
X x X