ალჟირის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი იბრაჰიმ მაზა „ჰერტადან“ „ბაიერს“ შეუერთდა. მხარეებმა კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმეს - გვამცნობს ლევერკუზენნული კლუბის პრესსამსახური.
მეორე ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მაზამ „ჰერტას“ შემადგენლობაში 32 თამაში ჩაატარა, შვიდი ბურთი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბაიერის“ ზაფხულის პირველი ტრანსფერის ოდენობა შესაძლოა 12 მილიონი ევრო იყოს. 19 წლის „ჰერტას“ აკადემიის კურსდამთავრებულმა ზამთარში „მილანისა“ და „პორტუს“ შეთავაზებები უარყო და გერმანიაში დარჩენა ამჯობინა.
შეგახსენებთ, რომ ჩაბი ალონსოს გუნდი გერმანიის მოქმედი ჩემპიონია. მიმდინარე ბუნდესლიგის სეზონში „ბაიერმა“ 31 მატჩში 67 ქულა დააგროვა და ჩემპიონის ტიტულის მოგების თეორიულ შანსს ინარჩუნებს.