საფრანგეთის პროფესიონალი ფეხბურთელების ეროვნული კავშირის პრესსამსახურმა ლიგა 1-ის წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს ნომინანტთა ვინაობა UNFP-ის 33-ე საფეხბურთო თასის დაჯილდოების ცერემონიაზე გამოაცხადა. ამ ნომინაციაში ხუთი ნომინანტიდან ოთხი პსჟ-ს ფეხბურთელია.
საპატიო ჯილდოსთვის იბრძოლებენ რაიან ჩერკი (ლიონი), უსმან დემბელე (პსჟ), დეზირე დუე (პსჟ), აშრაფ ჰაკიმი (პსჟ) და ვიტინია (პსჟ).
წინა ოთხ შემთხვევაში, ლიგა 1-ის წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო კილიან მბაპეს ერგო, რომელმაც პსჟ 2024 წლის ზაფხულში დატოვა და რეალ მადრიდში გადავიდა. UNFP-ის საფეხბურთო თასის დაჯილდოების ცერემონია მომავალ კვირას, 11 მაისს გაიმართება.