ფეხბურთი

13:47 | 1.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსიმ“ 2024/2025 წლების ინგლისის ქალთა ჩემპიონატი მოიგო

„ჩელსის“ ქალთა საფეხბურთო კლუბი 2024/2025 წლების ინგლისის ჩემპიონი გახდა. „ლურჯებმა“ პირველობა ვადაზე ადრე მოიპოვეს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ქალთა გუნდის დამარცხებით (1:0). თამაში გუშინ, 30 აპრილს, მანჩესტერში გაიმართა. ერთადერთი გოლი მატჩის მიწურულს ლუსი ბრონზმა გაიტანა.

ამგვარად, „ჩელსის“ უახლოესმა მეტოქეებმა ლონდონელების გასწრების მათემატიკური შანსიც დაკარგეს. „ლურჯებს“ ამჟამად 54 ქულა აქვთ, ხოლო „არსენალს“, რომელიც ცხრილში მეორე ადგილზეა, 45. „მანჩესტერ იუნაიტედი“ (43 ქულა) მესამე ადგილზეა.

საინტერესოა, რომ „ჩელსი“ ზედიზედ მეექვსედ გახდა ქალთა სუპერლიგის გამარჯვებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113993
სარეკლამო ადგილი - 99
X x X