ფეხბურთი

13:10 | 1.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

რაფინია: "გაცილებით უკეთესი შედეგის მიღწევა შეგვეძლო"

„ბარსელონას“ ფეხბურთელმა რაფინიამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ინტერთან“ მატჩის (3:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„იმის გათვალისწინებით, რომ სახლში ვთამაშობდით, გაცილებით უკეთესი შედეგის მიღწევა შეგვეძლო. თუმცა, ასევე სამართლიანია, რომ „ინტერის“ დამსახურება აღვნიშნოთ, რადგან მათ თავიანთი საქმე ძალიან კარგად გააკეთეს. ისინი კუთხურებზე განსაკუთრებით ძლიერები არიან. მთავარი ისაა, რომ ვიცოდეთ, მილანში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

0:2-ზე უბრალოდ სიმშვიდე შევინარჩუნეთ და ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად ბრძოლა დავიწყეთ, ჩვენი თამაშის და გეგმის დამკვიდრება. შესაძლოა, საერთო ჯამში ძალიან ბევრჯერ გავრისკეთ, მაგრამ დადებითი შედეგი გვინდოდა და ვალდებული ვიყავით მოგვეგო. თუმცა, ეს შედეგიც ყველაზე ცუდი არაა“, - თქვა რაფინიამ.

შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი მილანში, 6 მაისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116596