ფეხბურთი

12:40 | 1.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

დუმფრისი: "ახლა არ გეტყვით, როგორ ვაპირებთ "ბარსას" დამარცხებას მეორე მატჩში, საიდუმლოა"

„ინტერის“ ფეხბურთელმა დენზელ დუმფრისმა „ბარსელონასთან“ მატჩის (3:3) შემდეგ ისაუბრა. „ნერაძურის“ მცველს საოცარი მატჩი ჰქონდა - ორი გოლი გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა.

ის მესამე ნიდერლანდელი (ფილიპ კოკუსა და ჟორჟინიო ვეინალდუმის შემდეგ) და „ინტერის“ პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში დუბლი შეასრულა.

„ჯერ კიდევ ყველაფერი ღიაა. ვამაყობ ჩემი გუნდით, რადგან ჩვენთვის რთული კვირა იყო და ზედიზედ სამი წაგების შემდეგ რეაგირება მოვახდინეთ, გულით ვითამაშეთ. ახლა ამ სულისკვეთებით წინ უნდა გავიხედოთ. ძლიერები ვართ.

როგორ დავამარცხებთ „ბარსელონას“ საპასუხო მატჩში? ახლა არ გეტყვით, საიდუმლოა. ჯერ სერია A-ს მატჩზე ვიფიქრებთ და შემდეგ „ბარსაზე“, - თქვა დუმფრისმა.

შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი მილანში, 6 მაისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066868