ფეხბურთი

23:33 | 30.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ფინალისტები გაირკვა, რონალდუს "ალ-ნასრი" ნახევარფინალში დამარცხდა

აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ფინალისტები გამოვლინდნენ. ტურნირის გამოეთიშა კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრი“, რომელიც იაპონურ „კავასაკისთან“ 2:3 დამარცხდა.

სტეფანო პიოლის გუნდს მიმდინარე სეზონში ამ ტიტულის მოგების შანსი ჰქონდა, მაგრამ სეზონს ისევ უტიტულოდ ასრულებს, რადგან იაპონურ გუნდს ვერაფერი მოუხერხა.

მეორე ნახევარფინალში საუდის არაბეთის დერბი იყო, რომელშიც „ალ-აჰლიმ“ „ალ-ჰილალი“ 3:1 დაამარცხა.

აზიის ჩემპიონთა ლიგის ფინალში 3 მაისს, „კავასაკი“ და „ალ-აჰლი“ შეხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.068926
სარეკლამო ადგილი - 99
X x X